მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » სახელმწიფომ მეოთხე აცრა დაუშვა, თუმცა კოვიდ-ვაქცინაციას დღეში მხოლოდ 300 ადამიანი იტარებს

სახელმწიფომ მეოთხე აცრა დაუშვა, თუმცა კოვიდ-ვაქცინაციას დღეში მხოლოდ 300 ადამიანი იტარებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთკვირიანი კოვიდ-სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 06.06.2022-12.06.2022 პერიოდში დადასტურდა 515 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

სულ ჩატარდა100 232 ტესტი, საიდანაც ვირუსი 0.51%-ს დაუდასტურდა.

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

რაც შეეხება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას, დასახელებულ პერიოდში ჩატარდა 2 128 აცრა, ანუ დღეში საშუალოდ 300 აცრა ტარდება.

სრულად ვაქცინიარებულია 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 44.2%.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ძალაში შევიდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს და ქრონიკული დაავადებების მქონე უფრო დაბალი ასაკის მოქალაქეებს მეორე ბუსტერ-დოზის, ანუ მეოთხე აცრის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …