მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სახელმწიფო ბიუჯეტიდან კლინიკებმა 2 წელიწადში მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს – მინისტრის მორიგი პასუხი კლინიკებს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან კლინიკებმა 2 წელიწადში მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს – მინისტრის მორიგი პასუხი კლინიკებს

მხოლოდ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 2020 წელს კლინიკებმა 400 მილიონი ლარის საოპერაციო მოგება მიიღეს, 2021-ში კი 600 მილიონ ლარზე მეტი – ამ ციფრებით უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, კერძო კლინიკების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ტარიფის ინდექსაციის გარეშე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევას ვერ შეძლებენ.

„რადგან ინფორმაცია საჯაროა, მინდა დავაზუსტო კონკრეტული ციფრები და მონაცემები, რომელიც ნებისმიერ მსურველ შეუძლია ნახოს – თუ რა თანხით აფინანსებს სახელმწიფო სამედიცინო სექტორს და აქედან რამნდენია მათი საოპერაციო მოგება.

2020 -2021 წლის მონაცემებით ჩანს, რომ მილიარდზე გაცილებით მეტია მათი შემოსავალი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არ ვგულისხმობ იმას, რაც კომერციული შემოსავალი აქვთ. სექტორის საოპერაციო მოგება რომ ნახოთ, 400 მილიონ ლარამდე იყო 2020 წელს და 600 მილიონზე მეტია 2021 წელს. ანუ ვგულისხმობ განცხადებებს, რომ ტარიფები და სერვისები რომ ზარალიანია და აქედან გამომდინარე, განცხადებები, რომ ზოგიერთ კლინიკას მოუწევს დახურვა შემოსავლიანობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ცოტა ნაჩქარევია და ამიტომ მინდა  დაველოდოთ, რაზეც ერთობლივად ვმუშაობდით ამდენი ხანი და გვაქვს კონკრეტულად გაცხადებული ვადები, როდიდან დავნერგავთ იმ სამართლიან სისტემას, რომელიც საპილოტედაა გაშვებული და სექტემბრიდან ჩავუშვებთ. ეს იქნება ობიექტურად გამოთვლილი ტარიფები და ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე მოხდება აანაზღრაურება სახელმწიფოს მხრიდან,“- აღნიშნა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ეს იქნება ის სამართლიანი ტარიფი, როცა არავის ექენება იმის სპეკულირების უფლება, რომ რაღაც ტარიფი ზარალიანია და კლინიკები შეიძლება დაიხუროს.

„იმასაც გეტყვით, რომ ქვეყანაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი ვიდრე ქვეყნისვის საჭიროა. აქედან გამომდინარე, ტარიფი, რაც იქნება სამართლიანი  და მომსახურების ასევე სამართლიანი სტანდარტი, რასაც მოვთხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს. ანაზღაურებაც ბიუჯეტიდან იქნება იმის მიხედვით, რასაც მოვთხოვთ, რასაც დააკმაყოფილებენ და ეს ტარიფიც იქნება სამართლიანი,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …