მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საია მთავრობის დადგენილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული პირებისათვის საყოველთაო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური პაკეტის შეთავაზებას საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

საია მთავრობის დადგენილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2013 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული პირებისათვის საყოველთაო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური პაკეტის შეთავაზებას საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლს.

“ამ ნორმით პირები, რომლებიც 2013 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ მიიღებენ საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებულ ყველა სამედიცინო მომსახურებას. ამ კატეგორიის პირებზე ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური მომსახურების პაკეტი. შესაბამისად, ასეთი პირი, ვერ ისარგებლებს საყოველთაო დაზღვევის სხვა სიკეთეებით.

მაგალითად: 15 000 ლარის ფარგლებში გეგმიური ოპერაცია და ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა წლიური 12 000 ლარის ფარგლებში.

ამგვარად, 2013 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო პაკეტში ჩართული პირები, რომლებსაც შემდგომში შეუწყდათ კერძო დაზღვევა, არათანაბარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც კერძო დაზღვევა შეუწყდათ 2013 წლის 1-ელ ივლისამდე.

საიას აზრით, გასაჩივრებული ნორმა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია”, – აცხადებენ საია-ში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …