მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა დაგადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, ცენტრის თანამშრომელთა სამუშაოპირობები გაუარესდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

“საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა დაგადაუდებელი დახმარების ცენტრის ინიციატივით, თანამშრომელთა სამუშაო პირობებისგაუმჯობესების მიზნით გატარდა რიგი ღონისძიებები. კერძოდ:

-​2022 წელს, დაწესდა სასწრაფო სამედიცინოდახმარების პერსონალისთვის,    უქმე დღეებში, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება  და  125 %-იანი ტარიფით განისაზღვრა;

-​შეიცვალა და გაიზარდა  ზეგანაკვეთურისამუშაო დროის ანაზღაურება, რაც  სახელფასოსაათობრივი ანაზღაურების 12 %-ით განისაზღვრა;

-​2022 წელს, ცენტრის თანამშრომლებს სამჯერდაერიცხათ სახელფასო დანამატი;

-​2023 წლის დასაწყისიდან, როგორც სხვასაჯარო მოხელეთა, ასევე ცენტრისთანამშრომელთა ხელფასები 10 % -ით გაიზარდა;

-​2022 წელთან შედარებით, 2023 წელს, ცენტრის თანამშრომლები, ისარგებლებენ ჯანმრთელობისდაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით. ამმიმართულებით ცენტრის ადმინისტრაციასატენდერო პროცედურებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ცენტრის თანამშრომლებიინფორმირებულები არიან, შესაბამისადგავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრისთანამშრომლებს გაუუქმდათ ჯანმრთელობისდაზღვევა არ შეესაბამება სიმართლეს;

-​ასევე, არ შეესაბამება სიმართლესავტომობილების დაზღვევის გაუქმებასთანდაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაზღვეულიაცენტრის ავტოპარკში არსებული ყველაავტომობილი. ავტომობილების დასუფთავებისსამუშაო, ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურადმიმდინარეობს.

-​თანამშრომელთა სამუშაო პირობებისგაუმჯობესების მიზნით უწყვეტ რეჟიმშიმიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა დასამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებულიფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაოგარემოს შექმნა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა დაგადაუდებელი დახმარების ცენტრისხელმძღვანელობა მზად არის გააგრძელოსთანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაოფორმატში.” – ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …