გამოქვეყნდა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეუძლიათ. სია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანების ვაქცინაციისთვის 200 ათასი დოზა 4-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.
რისკ ჯგუფები კი შემდეგია: მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშო ბაღის აღმზრდელები, დიაბეტით დაავადებულები, ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზემოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამცრელ პუნქტს მიმართავს.
რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის ვაქცინაცია უფასოა, თანხებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს.
გრიპის ვაქცინები ლიმიტირებული რაოდენობით უკვე შემოიტანა კერძო სექტორმაც.