მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება ათეულობით მილიონი ლარია
მენეჯერების უმრავლესობა თანხების ოდნავ ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით ჩარიცხვაზე მიუთითებს.საავადმყოფოების მიმართ დავალიანება ათეულობით მილიონი ლარია.

საავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება ათეულობით მილიონი ლარია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა დაადასტურა, რომ პროგრამა სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას.

როგორც ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი ჯანდაცვის სფეროში კატასტროფულად გაზრდილი ფასების ფონზე საავადმყოფოებისათვის ანაზღაურების შემცირებაა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგომარეობა მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უწყების საქმიანობას 9-თვიანი პერსპექტივით უყურებს – ანუ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ არჩევნებს წააგებს და ყველაფერს ამ პერსპექტივით უყურებს: აღარ აინტერესებს, მერე რა იქნება.

საქართველოს მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა დაადასტურა, რომ პროგრამა სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას.

ჯანდაცვის სფეროში კატასტროფულად გაზრდილი ფასების ფონზე საავადმყოფოებისათვის ანაზღაურების შემცირებადა გადახდის ვადების გახანგრძლივება საფრთხის ქვეშ აყენებს ექიმებისა და ექთნების ხელფასებს, აუარესებს მკურნალობის ხარისხს, ზრდის პაციენტების მიერ საკუთარი ჯიბიდან გადახდებს და დაუცველს ხდის ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებს – პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს”, -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ.

”ფონდი “კურაციოს” მიერ ჩატარებულმა უაღრესად საყურადღებო კვლევის რესპონდენტთა 73.1%-ის აზრით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა უკვე გაუარესდა; რესპონდენტთა 64.9% მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდება შემდეგ ექვს თვეში.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ბოლო ცვლილებები ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამიერიდან პაციენტებს ეზღუდებათ საავადმყოფოების არჩევის თავისუფლება. მოქალაქეს ერთის ნაცვლად ორი თვე მოუწევს დაფინანსებაზე ე.წ. “საგარანტიო წერილის” მიღებისთვის ლოდინი, ასევე, საავადმყოფო ერთის ნაცვლად ორი თვე უნდა ელოდოს, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოს მიერ თანხების ანაზღაურებისათვის წარდგენილ დოკუმენტაციას შეამოწმებს.

”პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით, დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა შეუზღუდა ჯარს და პოლიციას და ისინი სადაზღვევო მედიცინის მოდელზე დააბრუნა, რაც იმის აღიარებაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ არ გაამართლა და სისტემას სრული კრახისგან მხოლოდ სადაზღვევო მედიცინის მოდელზე დაბრუნება უშველის.

აღსანიშნავია, რომ “კურაციოს” კვლევაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებათა მენეჯერების უმრავლესობა ჯანდაცვის სამინისტროდან თანხების ოდნავ ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით ჩარიცხვაზე მიუთითებს. საავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება ათეულობით მილიონი ლარია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წლის ბოლომდე 100 მლნ ლარზე მეტი უნდა დაემატოს”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …