ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა მედიცინის დოქტორმა ოთარ კომახიძემ.
მისი განცხადებით, პირველადი რგოლის რეფორმა დროულია და მომავალში ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე დღეს არის.
“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ძალიან მომწონს, რომელიც წაამატებული, მნიშვნელოვანი და დროულია. ერთი რამ მინდა ავღნიშნო, ოჯახის ექიმს ცალკე მომზადება სჭირდება. ეს ისეთი პროფესია და სპეციალობაა, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს, იგი არის კერძო დარგი. ოჯახის ექიმმა, დაახლოებით, უნდა იცოდეს ყველა სპეციალობა, რათა გაერკვეს საქმის ვითარებაში და სწორად დაუსვას პაციენტს დიაგნოზი.
ზოგადად, ოჯახის ექიმი, ტრადიციულად, უნდა იცნობდეს ოჯახის ყველა წევრის ჯამრთელობის მდგომარეობას, რადგან, ზოგიერთი დაავადება არის მემკვიდრეობითი. ეს პროგრამა ახალი დაწყებულია და დღევანდელ ოჯახის ექიმისთვის მსგავსი რამ ცნობილი არ იქნება, მაგრამ როცა გავა დრო, თაობების ცვლასთან ერთად, ოჯახის ექიმები აკეთებენ ერთგვარ ჩანაწერებს და მათ იციან ესა თუ ის დაავადება შთამომავლობით გაქვს თუ შეძენილია.
ჯერ ჩვენ ამ პროგრამას ეხლა ვიწყებთ და ალბათ საინტერესო იქნება მომავალში მსგავსი კვლევების ჩატარება. ექიმმა უკვე იცის რა დაავადებებია გავრცელებული ოჯახში და თავის დროზე მიხვდება რასთან აქვს საქმე”, – განაცხადა კომახიძემ.
მან ასევე ისაუბრა იმ წინაპირობებზეც, რომლის გათვალსიწინებაც წაადგება ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას.
“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატების განხორციელებისთვის საჭიროა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოვიწვიოთ კვალიფიციური ექიმები და ქართველმა ოჯახის ექიმებმა მათთან გაიარონ კონსულტაციები. ჩვენთან, სამწუხაროდ, პროფესიონალი ექიმები ძალიან ცოტაა”, – აღნიშნა მედიცინის დოქტორმა.
მედიკოსმა მოკლედ განმარტა საყოველთაო ჯანდავის პროგრამის დადებითი მხარეებიც და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა ძალიან დიდი შველაა მოსახლეობისთვის.
“რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ეს დიდი შველაა ქართველი მოსახლეობისთვის. ხალხი საშინელ მდგომარეობაში იყო, ვერ მოდიოდნენ საავადმყოფოებში. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ცოტა შეიზღუდა დაფინანსებები, ალბათ ბიუჯეტი არ ჰყოფნის. სხვა მხრივ, ამ პროგრამის მიღების გადაწყვეტილება იყო საუკეთესო”, – განაცხადა კომახიძემ.
დავით კომახიძე მედიკამენტებზე არსებულ მაღალ ფასებსაც შეეხო და მიზეზად, სააფთიაქო ქსელების არაკონკურენტული მუშაობა დაასახელა, და იმაზეც მიანიშნა, რომ დანაშაულია რომ მათ საკუთარი კლინიკებიც გააჩნიათ.
“წამლის ფასები კატასტროფულად მაღალია, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამის ერთ–ერთი მიზეზია, მაგალითად, ავერსს აქვს აფთიაქიც და საავადმყოფოც. ასევე, _ PSP-ს და კიდევ ბევრ სხვა სააფთიაქო ქსელს. ეს არის დანაშაული. არ შეიძლება, რომ სააფთიაქო ქსელს ჰქონდეს თავისი საავადმყოფო. თუ წამალს აწარმოებს კომპანია, ის მხოლოდ წამალს უნდა აწარმოებდეს და სხვას არაფერს უნდა აკეთებდეს.
საავადმყოფოები ცალკე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, კლინიკა იყენებს იმ წამალს, რომელსაც უშვებს მისი სააფთიაქო ქსელი. ეს არის დიდი დანაშაული და აღმოსაფხვრელია. ეს ყველაფერი არის დიდი ბიზნესი, ავადმყოფებზე ზრუნვა ეს ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, მისაღებია. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც პრეპარატების ფასები ამ დონემდეა გაძვირებული, ნამდვილად აუცილებელია კარგი ხარისხის ჯენერიკ მედიკამენტების შემოტანა. არ აქვს მნიშვნელობა ინდური იქნება ეს ჯენერიკი თუ სხვა ქვეყნის, მთავარია, ხარისხი მისაღები იყოს”, – განაცხადა კომახიძემ.