რუსეთ-უკრაინის ომმა სამედიცინო ველნეს კურორტს „ბიოლი“ უცხოელი ტურისტები 20-30%-ით შეუმცირა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კურორტის მფლობელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ განუცხადა,რეგიონში შემნილი საომარი მოქმედებების გამო მარტ-აპრილის თვეები „ბიოლი“ თითქმის ცარიელი იყო.
„ომმა ველნესზე ძალიან უარყოფითად იმუშავა. ახლა მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, ჯავშნებიც არსებობს. ვნახოთ რა იქნება,“-აცხადებს მჭედლიძე.
მისივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში „ბიოლს“ სტუმრობენ დამსვენებლები არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან, ასევე უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან.
შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის მშენებლობა კოჯორში 2013 წელს დაიწყო. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური უზრუნველყოფს.
კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.
თამაზ მჭედლიძე რუსეთში კლინიკების ქსელი „მედის“ მფლობელიცააა.
business-partner.ge