მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » როგორ უნდა მოხდეს პაციენტის კოვიდ-სასტუმროში გადაყვანა – განმარტება

როგორ უნდა მოხდეს პაციენტის კოვიდ-სასტუმროში გადაყვანა – განმარტება

როგორ უნდა მოვახდინოთ კოვიდ-დადასტურებული პაციენტის კოვიდ-სასტუმროში გადაყვანა. ვის უნდა დავუკავშირდეთ ამ მიზნით? ბოლო პერიოდში, ინფიცირების მრავალრიცხოვანი შემთხვევების გამო ეს შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს სპეციალური ალგორითმი და გაიდლაინები, რომელთა თანახმად, თუ კოვიდპაციენტის ბინაზე დატოვება ამა თუ იმ მიზეზით ვერ ხერხდება ან არ შეიძლება, მისი კლინიკაში ან კოვიდსასტუმროში გადაყვანა შესაძლებელია შემდეგი სქემით: პაციენტი უნდა დაუკავშირდეს „112“ს, რომელიც, მისი საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, ზარს ამისამართებს შესაბამის ამბულატორიულ დაწესებულებებში უბნის პრინციპით ან სადაზღვევო კომპანიებში იმის მიხედვით, ადამიანი კერძო სადაზღვევო სქემებშია  ჩართული თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეა.

ონლაინ – კლინიკის ექიმის ან დაზღვევის ექიმის მიერ სატელეფონო კონსულტაციით ხორციელდება ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება და მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის კოვიდ-სასტუმროში გადამისამართების, ან, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, კერძოდ: ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის ექიმის მიერ, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად, აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები.

თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში. მასთან ტრანსპორტირების მიზნით სპეციალური ავტომობილი მივა.

საიზოლაციო სივრცეში (კოვიდ-სასტუმროში ან ბინაზე) გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღება ორი ექიმის (მკურნალი და განყოფილების გამგე) გადაწყვეტილებით, რომელთაც შესაძლებლობის შემთხვევაში დაემატება სამინისტროს მიერ მივლენილი მობილური ჯგუფის ექსპერტი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …