მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კლინიკამ „დიარჯის“ ფარგლებში დამატებითი გადასახადი მოგთხოვათ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კლინიკამ „დიარჯის“ ფარგლებში დამატებითი გადასახადი მოგთხოვათ

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, თუ კლინიკამ, კანონის საწინააღმდეგოდ, გარკვეული სამედიცინო ჩარევაში თანხის გადახდა მოთხოვა ან სხვა სახის დარღვევა დაფიქსირდა?

სამედიცინო სამართლის მკვლევარის თამარ კერძაიას განმარტებით, პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა „დიარჯის“ სისტემა, რომლის თანახმად კლინიკას არ აქვს უფლება, პაციენტს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფიდან ასევე სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცენტის გარდა დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვოს.

„ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა გამოითხოვოს კლინიკისგან კალკულაცია. შემდეგ დარეკოს 1505-ზე და გაარკვიოს, კონკრეტული  მომსახურება უნაზღაურდება თუ არა. თუ უნაზღაურდება და მაინც თხოვს კლინიკა ამ თანხას, რეგულირების სააგენტო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს. პირველი, რაც უნდა იცოდეს მოსახლეობამ, არის ის, რომ პირველი ნოემბრიდან არცერთ სამედიცინო დაწესებულებას უფლება არ აქვს, სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დამატებითი გადასახადი გადაახდევინოს. არ აქვს მნიშვნელობა მიზნობრიობას – ეს იქნება მოწვეული ექიმი, დამატებითი პალატის გადასახადი და ა.შ.“ – განაცხადა კერძაიამ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

დამატებითი მომსახურებების, მაგალითად „ვიაიპი“ პალატის ან კონკრეტული წარმოების სამედიცინო მასალის გამოყენების სურვილის შემთხვევაში პაციენტს უფლება აქვს, ერთჯერადად, მხოლოდ კონკრკეტული სამედიცინო ჩარევისთვის, დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვა და მთელი სერვისის ღირებულება კერძო დაზღვევის საშუალებით ან საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …