მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » როგორ უნდა აიცრათ „ფაიზერის“ ვაქცინით, თუ გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ – განმარტება

როგორ უნდა აიცრათ „ფაიზერის“ ვაქცინით, თუ გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ – განმარტება

რა პროცედურები უნდა გაიაროთ Pfizer-ის აცრის მიღებისთვის იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებთ?

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად (ა ხალი კორონა ვ ირუსით ( SARS -CoV- 2 ) გა მოწვეული ინფექციის (COVID- 1 9) წინააღმდეგ „Pfi z e r /Bi oNTe c h “ ვ ა ქც ინით აცრისთვ ის და მატე ბითი კონტინგე ნტის შერჩე ვ ის წე სის გა ნსა ზღვრის შე სა ხე ბ), „Pfizer/BioNTech“ ვაქცინით აცრისთვის დამატებითი კონტინგენტის შერჩევის უზრუნველსაყოფად,  „Pfizer/BioNTech“ ვაქცინით აცრა უნდა ჩაუტარდეს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზით ვაქცინაცია ჩაუტარდათ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ხოლო მეორე დოზის ჩატარების დრო ემთხვევა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდს; აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები, ან, ემზადებიან მძიმე ქირურგიული ჩარევისათვის, ამასთან, ასაკის, ან, სამედიცინო ჩვენების გამო ნაკლებად რეკომენდებულია სხვა ვაქცინები, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით; მიემგზავრებიან საზღვარგარეთ სასწავლო მიზნით (იმ შემთხვევებში, როდესაც სამიზნე ქვეყანა არ აღიარებს სხვა მწარმოებლის ვაქცინას, გარდა „Pfizer/BioNTech“ -ის ვაქცინისა).

ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად „Pfizer/BioNTech“ ვაქცინით აცრის საკითხის განხილვისათვის, მოქალაქემ განცხადებით უნდა მომართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე (info@moh.gov.ge) და განაცხადთან ერთად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. კრიტერიუმებთან შესაბამისობა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე (მ.შ. ელექტრონული განხილვის ფორმატში), უნდა დადასტურდეს იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური საბჭოს მიერ.

ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს ავალებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ამ ბრძანების მე-3 პუნქტის ფარგლებში მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი პირების Pfizer/BioNTech“ -ის ვაქცინით აცრის ორგანიზება.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …