რამდენად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემთხვევაში დაწესებული, კოვიდ-რეგულაციების დაცვას. კერძოდ იმას, შეასრულა თუ არა უცხოეთიდან შემოსულმა პირმა პისიარ ტესტის გაკეთების ვალდებულება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შემოსულ ყველა მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის საზღვარს გადმოკვეთს, ვალდებულება აქვს, წარადგინოს ბოლო 72-საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია PCR-ტესტი 72 საათში კვლავ გაიმეოროს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, აირჩიოს და შემოსვლიდან 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში გადავიდეს, ან 72 საათში მანაც PCR -ტესტი აიღოს. აღნიშნული რეგულაცია რამდენიმე დღის წინ 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოიხსნა.
მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზე, 144-ზე აცხადებენ, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ 72 საათში PCR-ტესტის განმეორებით ჩატარების საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, ხოლო ჯარიმების ნაწილს შს სამინისტრო აკოორდინირებს.
„მოქალაქეს, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს და ვალდებულია 72 საათის შემდეგ ჩაიტაროს PCR-ტესტი, საზღვრის კვეთისას ეს ინფორმაცია მიეწოდება, თუ როდის უწევს ტესტის ჩატარება. თუ ის ამას არ გააკეთებს, დაჯარიმდება 2000 ლარით“, – განმარტავს 144-ის ოპერატორი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ პისიარ ტესტის გაკეთების ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი სპეციალური ბაზის საშუალებით ხორციელდება, რომელშიც ჩატარებული პისიარ-ტესტების შესახებ მონაცემები იტვირთება. როგორც ცენტრში განმარტავენ, ვებ-გვერდზე ინფორმაცია უკვე ტესტის აღებისთანავე ჩნდება, რითიც ფიქსირდება, რომ პირმა, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ ტესტის ჩატარების ვალდებულება უწევდა, ეს ვალდებულება შეასრულა. შესაბამისად, კონტროლის მექანიზმები არსებობს.