როგორ უნდა აიღონ 60 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა 200-ლარიანი დანამატი? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 60 წლის და მეტი ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ვაქცინაციაზე ხვალ ან 1 იანვრამდე ნებისმიერ დღეს მივა, აცრის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში შეძლებს 200 ლარის მიღებას.
გაბუნიას განცხადებით, თუ პირი პენსიონერია, თანხას ის ავტომატურად, საპენსიო ბარათზე მიიღებს, ხოლო თუ პენსიის მიმღები არ არის, ის დატოვებს ანგარიშის ნომერს და სწორედ მასზე მიიღებს რამდენიმე დღეში თანხას.
როგორც თამარ გაბუნია ამბობს, თანხა მოქალაქეს პირველი აცრიდან რამდენიმე დღეში დაერიცხება, თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ეს ადამიანები მეორე აცრაზეც გამოცხადდებიან.