მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » როგორ ავიღოთ QR კოდი ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ – სამინისტროს განმარტება

როგორ ავიღოთ QR კოდი ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ – სამინისტროს განმარტება

იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ორჯერადი ვაქცინაცია ჩაიტარეს და არ აუღიათ QR კოდი, შეუძლიათ მის მისაღებად ამცრელ დაწესებულებას მიმართონ. QR-კოდის მიღების პროცედურების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს აინტერესებთ,  რომლებსაც ამცრელმა დაწესებულებამ არ მიაწოდა ინფორმაცია კოდის შესახებ და ამის თაობაზე მოგვიანებით გაიგეს, ან ვაქცინის მეორე დოზა ადრეულ ეტაპზე გაიკეთეს, როდესაც QR-კოდი არ გაიცემოდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ასეთი კატეგორიის ადამიანებს შეუძლიათ, მიმართონ იმ ამცრელ დაწესებულებას, სადაც ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთეს და მას QR კოდს ამობეჭდილი სახით მისცემენ. ამავე ცნობაში მითითებულია მოქალაქის მიერ გაკეთებული ტესტების თარიღები და პასუხები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით,  ეს ცნობა კოვიდპასპორტის პირველი ეტაპია.

„მგზავრობისთვის ან რაიმე სხვა მიზნებისთვის თუ გჭირდებათ ცნობა, რომ ხართ ორჯერადად აცრილი, ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის ამოღება. იქ, სადაც ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებთ, როდესაც აცრას დაარეგისტრირებენ, შეუძლიათ, მოგცენ არა მარტო აცრების ბარათი, არამედ ორჯერადად აცრის ცნობა. ეს არის, ასე ვთქვათ, კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …