დღეიდან “მწვანე საშვის” აპლიკაცია ამოქმედდა. აპლიკაციის სახელწოდებაა Georgia e-Health და მისი სმარტფონზე ჩამოტვირთვისა და მონაცემების შეყვანის შემდეგ, მოქალაქეს მწვანე პასპორტით სარგებლობა შეუძლია. თუმცა, “ანდროიდის” მომხმარებელი მის ჩამოწერას ამ დრომდე ვერ ახერხებს და ის მხოლოდ ეფლის მოწყობილობებით მოსარგებლეებისთვისაა ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო სერვერებს შორის სინქრონიზაცია გარკვეულ დროს საჭიროებს. ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ აპლიკაციით სარგებლობა უშუალოდ გუგლ ფლეი სთორის ლინკის https://play.google.com/store/apps/details?id=com.moh.geehealth&fbclid=IwAR3jl7r2UYHrY51-oNBz7usgrxgAXBHO61MGg3AFeAP0aFVer0NxvNN6ScQ საშუალებითაა შესაძლებელი.
პირველი დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე მხოლოდ ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება.
საქართველოს კოვიდ-პასპორტები ევროკავშირის მიერაც აღიარებულია.