მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება.

აღნიშნული პრეზენტაცია გასულ კვირაში, პარასკევს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უნდა გამართულიყო.

შეგახსენებთ, რომ კლინიკის მედპერსონალი საავადმყოფოსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტოს მიერ გაცხადებულ გეგმებს რამდენიმეკვირიანი აქციებით აპროტესტებდა. კერძოდ, მედპერსონალისთვის მიუღებელია ახალი შენობის აგების პარალელურად სამუშაო პროცესის შეწყვეტა.

გასულ კვირასი მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, რომელიც მანამდე საავადმყოფოს დანგრევისა და ახალი შენობის აგების აუცილებლობაზე საუბრობდა, განაცხადა, რომ შესაძლოა მიღებულ იქნას საავადმყოფოს არა დანგრევის და ახალი კლინიკის აშენების, არამედ არსებული შენობის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …