მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რესპუბლიკური საავადმყოფო თვეში 870 პაციენტს ემსახურება, კლინიკის თვიური ხარჯი კი 2,9 მლნ ლარია

რესპუბლიკური საავადმყოფო თვეში 870 პაციენტს ემსახურება, კლინიკის თვიური ხარჯი კი 2,9 მლნ ლარია

ბოლო ერთი წლის მონაცემებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თვიური საშუალო ხარჯი 2.9 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, თვიური საშუალო შემოსავალი 1.5 მილიონი ლარია, საოპერაციო ზარალი კი 1.4 მილიონი ლარი.

ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის დღევანდელ პრეზენტაციაზე ითქვა.

იმავე პერიოდში პაციენტთა საშუალო რაოდენობა თვეში შეადგენდა: ამბულატორიულში 334 პაციენტი, სტაციონალური – 536 პაციენტი.

მთლიანი შტატი კი 915 დასაქმებულისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფცია წარმოადგინა.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …