რამდენად მდგრადია საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა – ამ თემაზე „პიემსი კვლევის ცენტრმა“ ადენაურის ფონდის მხარდაჭერით კვლევა ჩაატარა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეფასებაზე მკვლევარები 4 თვე მუშაობდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ ეფექტური საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის უზრუნველსაყოფად მთავრობას ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების ეტაპობრივად გაზრდა დასჭირდება. გარდა ამისა, რეკომენდაციები პროგრამით მოსარგებლე პირების მონაცემთა ბაზის შექმნასა და პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებასაც უკავშირდება.