მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ისევ ნელი ტემპებით მიმდინარეობს

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ისევ ნელი ტემპებით მიმდინარეობს

კორონავირუსით გარდაცვალების დღიური სტატისტიკა ბოლო დღე-ღამეში შემცირდა და 12 შეადგინა, რაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში ერთერთი მინიმალური მაჩვენებელია.

რაც შეეხება ინფიცირების  მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში კორონავირუსი  311 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 2,98%, ბოლო 14 დღის – 2,61%, ბოლო 7 დღის – 2,3%

გუშინ 728 ადამიანი აიცრა, ჯამში ქვეყნის მასშტაბით 207470 ადამიანია აცრილი (მოსახლეობის 5,6%).

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3175 პაციენტი იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის დაწყება ივლისიდან იგეგმება, როდესაც აცრის პროცესი სპორტულ და საგამოფენო დარბაზებსა და სხვა საჯარო სივრცეებში უნდა გაიშალოს. თუმცა მანამდე საქართველომ ვაქცინები უნდა მიიღოს, რომელთა მიღება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, შესაბამისი კონტრაქტებით გარანტირებულია.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …