მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანაში პანდემიის ბოლო ტალღა დასასრულს უახლოვდება

ქვეყანაში პანდემიის ბოლო ტალღა დასასრულს უახლოვდება

კორონავირუსის შემთხვევები იკლებს – ქვეყანაში მეექვსე ტალღა სრულდება. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფექციის 865 შემთხვევა დადასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების (7 733) 11,19%-ია.

ამასთან, პრაქტიკულად შეჩერებულია ვაქცინაციის პროცესი – ერთ დღეში მხოლოდ 190 აცრა ჩატარდა.

კოვიდ-კლინიკების საწოლების უმეტესობა თავისუფალია – სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 045 ადამიანი იმყოფება. სპეციალისტების თქმით, იმედისმომცემია ის გარემოება, რომ ახალი შტამი არ გამოჩენილა, შესაბამისად, მათ იმედი აქვთ, რომ მეექვსე ტალღა პანდემიის ბოლო ეტაპი იქნება.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …