ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 326 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გუშინდელ სტატისტიკას დაახლოებით 300-ით აღემატება.
ბოლო 24 საათში 48 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. თითქმის არ შეცვლილა დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელმაც 9,6% შეადგინა, ბოლო 14 დღეში ეს ნიშნული 8,86%-ია, ბოლო 7 დღის კი – 9,91%.
,დღიურად აცრილია 9 700 ადამიანი აიცრა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 436 ადამიანი იმყოფება. კლინიკური სექტორისგან განსხვავებით, იზრდება დატვირთვა კლინიკურ სასტუმროებზე, სადაც ამ მომენტში 2 075 ადამიანი იმყოფება.