მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 1120 ახალი შემთხვევა და 61 გარდაცვლილი – ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, ლეტალობამ შემცირება დაიწყო

1120 ახალი შემთხვევა და 61 გარდაცვლილი – ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, ლეტალობამ შემცირება დაიწყო

საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 149 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 565 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 519 673 გამოჯანმრთელდა, 7 867 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 326 033 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 298.

გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 210 შემთხვევა გამოვლინდა, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …