გასულ 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 2470 შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, ისევ გაიზარდა და 7%-ს გადააჭარბა, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 7,06%-ია, ბოლო 7 დღის – 6,65%.
ისევ მაღალი რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ინფექციას ქვეყანაში 46 ადამიანი იმსხვერპლა.
ასევე დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი – გუშინ 15096 ადამიანი აიცრა.