ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ნიშნები ისევ არ ჩანს – გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექცია 2176 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გუშინდელთან შედარებით მხოლოდ უმნიშვნელოდ გაუმჯობესებული გაჩვენებელია. შესაბამისად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,1%-ია. ბოლო 14 დღის – 7,46%, ბოლო 7 დღის – 7,21%.
გარდაცვლილია 43 ადამიანი. გუშინ ქვეყანაში ლეტალობის 60 შემთხვევა იყო.
დღიურად აცრილია 25 150 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 637 პაციენტი იმყოფება.