საქართველოში კოვიდ 19-ის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, ყოველდღიურად კი ინფიცირების რეალური სტატისტიკა 6 ათასიდან 20 ათასამდეა. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოველკვირეულად იტესტება 80 ათასი ადამიანი, აქედან 90% ანტიგენ ტესტებზე მოდის.
კულუმბეგოვის შეფასებით, 17%-იანი დადებითობა შიდა საზოგადოებრივი გავცრელების მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს.
მისივე განმარტებით, ჯანმო დამშვიდების საშუალებას აძლევს ქვეყნებს, სადაც დადებითობა 5%-ს არ აღემატება, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი მაღალია. ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა არაა საკმარისი. მისივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, ქვეყანაში რეალურად შეიძლება ყოველდღიურად იყოს 6 ათასიდან 20 ათსამდე შემთხვევა.
„რა თქმა უნდა, გამოვლენა ვერცერთ ქვეყანაში ვერ ხდება, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი არაა ის, რაც უნდა იყოს. ტესტირების მაჩვენებელი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი და ამას აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ადამიანს ტესტირებით დადასტურებული აქვს ვირუსული ინფექცია, რისკჯგუფებს და ასაკის შესაბამისად ეძლევათ მედიკამენტებითან წვდომის შესაძლებლობა. ამიტომ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში არის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი,“- აღნიშნა კულუმბეგოვმა.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე პიკური პერიოდი გადავლილია, გვაქვს ვირუსის გავრცელების „პლატო“ და 4-6 კვირა შემთხვევების დრამატული მატება, დიდი ალბათობით, არ იქნება.
შეგახსენებთ: ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 13 737 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 3 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი 17,91%-ია. გარდაიცვალა სამი პაციენტი.