მთავარი » რეფორმები » პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს მწვავედ განვითარებული დაავადებების რისკს
პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს მწვავედ განვითარებული დაავადებების რისკს. რეფორმის დაწყება შეაფასა ლელა კუბლაშვილმა.

პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს მწვავედ განვითარებული დაავადებების რისკს

პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს მწვავედ განვითარებული დაავადებების რისკს. ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყება შეაფასა და საკუთარი აზრი გამოთქვა ჰოლდინგი „გლობალ მედის“ ოჯახის ექიმმა ლელა კუბლაშვილმა.  

მისი განცხადებით, პრევენცია და პროფილაქტიკური ღონისიძიებების ჩატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს მწვავედ განვითარებული დაავადებების რისკს.

“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებელია მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვისთვის. საპროფილაქტიკო ღონისიძიებების ჩატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს მწვავედ განვითარებული დაავადებების რისკს.  

მოგეხსენებათ, სტაციონარული მომსახურება გაცვილებით ძვირი ჯდება, ამიტომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი თუ იქნება მობილიზებული, ხარჯები, ბუნებრივია, შემცირდება“, – მიაჩნია ოჯახის ექიმს.

კუბლაშვილის მოსაზრებით, რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა, რომ იყოს კვალიფიკაციური კადრები.

„ცოტა ხანში ჩვენ მსგავსი კადრები აღარ გვეყოლება საქართველოში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ექიმი მიდის საზღვარგარეთ ნორმალური ხელფასის არქონის გამო.

აქედან გამომდინარე, ექიმს, პირველ რიგში, უნდა ჰქონსდეს კარგი ხელფასი, რათა მან კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი საქმე.

ასე არის ყველა ქვეყანაში. ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრა უცხოელ ექიმებთან. უცხოეთში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ეცინებათ ჩვენს ხელფასზე.

იუმორით ამბობენ ხოლმე, რომ მათ ქვეყანაში ამ ხელფასით ყავასაც ვერ დავლევთ კაფეში. ექიმს არ შეიძლება მოსთხოვო ყველაფერი იდეალურ დონეზე, როდესაც მას არ აქვს მისთვის საარსებო მინიმუმიც კი.

ამიტომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლება. რაც შეეხება ლაბორატორიების აღჭურვილობას და ტექნიკას, ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს. ერთადერთ პრობლემას ამ ეტაპზე წარმოადგენს დაბალი ხელფასი.

იმის გამო, რომ პირველადი ჯანდაცვა თავისუფლად ხელმისაწვდომი არ იყო ხალხისთვის, ხშირად ისეთ დაავადებებთან გვქონდა საქმე, რაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვდა.

მოგეხსენებათ, ეს ძალიან ხარჯიანია სახელმწიფოსთვის. ასე, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული მუშაობა აუცილებელია და, რა თქმა უნდა, ეს რეფორმა დაზოგავს თანხებს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში პირველადი რგოლი მუშაობს უმაღლეს დონეზე“, – ამბობს კუბლაშვილი.

kvira.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …