„ფაიზერი“ დაგვაკვირდება, როგორ მიდის ქვეყანაში მისი წარმოების ვაქცინების საწყისი დოზების ათვისება და ამაზე იქნება დამოკიდებული მომდევნო პარტიების მოწოდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. ამიტომ, მისი თქმით, უნდა ვიყოთ აქტიურები, რათა, თუ ვაქცინებს ვერ ავითვისებთ, მომდევნო პარტიების მოწოდება ეჭვქვეშ დადგება.
რაც შეეხება აღნიშნული ვაქცინის მოწოდების ვადებს, ამირან გამყრელიძის თქმით, მისთვის კონკრეტული ვადები ცნობილია, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას ვერ გააჟღერებს.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ფაიზერის ვაქცინით აცრა 18 წლამდე პირებისთვისაა რეკომენდებული, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე გამოვიდა წინადადებით, აცრები 16 წლის ასაკიდან დაიწყოს. ხოლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციის შემთხვევაში, აცრები 12 წლიდანაც დაიწყება.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ 43 ათას ზოდას, რომელსაც ქვეყანა კოვაქს-პლატფორმიდან მაისიდან ელოდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდი ალბათობით, ეს პრეპარატი ქვეყანას მომავალ კვირაში ექნება.