მთავარი » რეფორმები » პირველადი რგოლის რეფორმა ძალიან სერიოზული წამოწყებაა
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ნამდვილად კარგი და სერიოზული წამოწყებაა ეს არის ერთ ერთი ყველაზე წინგადადგმული ნაბიჯი ჯანდაცვის სფეროში.

პირველადი რგოლის რეფორმა ძალიან სერიოზული წამოწყებაა

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას გამოეხმაურა ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი და „სახალხო კრების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ბათიაშვილი.
ბათიაშვილი აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა საშური საქმეა.

„ნამდვილად კარგი და სერიოზული წამოწყებაა. ვნახოთ, როგორ მოხდება რეფორმის რეალიზება. ფაქტი ერთია, რომ ყველაზე ხელშესახები, მართლაც, სერიოზული წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მოსახლეობამ იგრძნო, მოხდა ჯანდაცვის სფეროში.

ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელმაც ნამდვილად გაამართლა და რეალური შვება მისცა მოსახლეობას. თუმცა, დღევანდელმა ხელისუფლებამ, ვერ მოახერხა ამ წარმატების გაპიარება.

იგივე ან ამ საქმის მეათასედი რომ წინა ხელისუფლებას გაეკეთებინა, ათასჯერ უკეთ გააპიარებდნენ“, – მიაჩნია ბათიაშვილს.

მისი თქმით, რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, რომელიც უნდა შეეხოს პოლიკლინიკებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ეს ძალიან სერიოზული წამოწყებაა. და მომავალი გვიჩვენებს, როგორ მოხდება რეფორმის განხორციელება.

„ჯანდაცვის სფეროსგან საკმაოდ შორს ვარ, არა ვარ პროფესიონალი, თუმცა მე ვარ მოქალაქე, რომელსაც ჰყავს უამრავი მეგობარი, ახლობელი და ჩვენ ყველა ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ჯანდაცვა.

როდესაც დაავადების პრევენცია არ ან ვერ ხდება მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ ძალიან ძვირია წინასწარი გამოკვლევები, შემდეგ, უკვე გართულებული ავადმყოფობის გამო ადამიანი იძლებული ხდება, ჩაიტაროს უძვირესი მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა ხდება აუცილებელი. პრევენციული ჯანდაცვის იგნორირებას თავად მოსახლეობისთვისაც მძიმე შედეგები მოსდევს“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. რეფორმის მოსამზადებელ სამუშაობეში და შემდგომ რეფორმის განხორციელებაში ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ დაეხმარება.

kvira.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …