მთავარი » რეფორმები » პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი არა ვარ, მაგრამ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია-აცხადებს გოგი თოფაძე.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი თოფაძე, რომელიც რეფორმას დროულად მიიჩნევს და პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

“ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი არა ვარ, მაგრამ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. დავით სერგეენკომ ბევრი კარგი საქმე გააკეთა ამ ბოლო ორ წელიწადში და ახლაც კარგ საქმეს აკეთებს პირველადი რგოლის რეფორმის სახით.

საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მინისტრია იგი და მჯერა, რომ როგორც პროფესიონალი, სასიკეთო საქმეს აკეთებს”,-აცხადებს თოფაძე.

მისი აზრით, ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად სწორედ პრევენციული მედიცინის მიმართულებით ვიყავით ჩამორჩენილები. „გამართული პრევენციული მედიცინა კი არის იმის გარანტი, რომ ეშველოს პაციენტს და ავამდყოფს. ჩვენთან არ ექცეოდა ამას ისეთი ყურადღება, როგორც ევროპის ქვეყნებშია.

ეს რეფორმა დროულია და პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ პრევენციული მედიცინით შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა ჩვენს მოსახლეობას”,-მიაჩნია თოფაძეს.

რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, იგი ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულია იმ რეალობაზე, რაც მსოფლიოშია. ასევე, ეროვნული ვალუტების კურსის არასტაბილურობაზე. “ასეთ დროს ძნელია საუბარი მედიკამენტების ფასებზე, რადგან ეს უკვე მწარმოებლების პრობლემაა, რომ ფასები არ გაზარდონ.

ამ თემაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ვალუტის კურსი გამყარდება და დასტაბილურდება”,-განაცხადა გოგი თოფაძემ.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის კონკრეტული გეგმა მინისტრის განცხადებით ოქტომბერში იქნება მზად. რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია ოჯახის ექიმთა ანაზღაურების ზრდის საკითხიც.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …