პირველად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდა. მონაცემებს ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი ავრცელებს. კერძოდ, თუ ამ დრომდე პირბადის ტარების მაჩვენებელი 29% იყო, უახლესი სტატისტიკით, პირბადეს მოსახლეობის 37% ატარებს.
ამასთან, სპეციალისტების განმარტებით, ეს მაჩვენებელიც დაბალია და ვირუსის გავრცელების ტემპების მნიშვნელოვანი შემცირებისთვის აუცილებელია, პირბადის ტარების მაჩვენებელმა 90%-ს მიაღწიოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირბადის ტარება შიდა და ღია სივრცეში სავალდებულოა.