საქართველოში, მიმდინარე სეზონზე პირველად, B ტიპის გრიპის ვირუსი დაფიქსირდა. ასევე, ამ სეზონზე მეორედ, ლაბორატორიულად დადასტურდა A/H3 ვირუსი. სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, აგრესიულობით გამორჩეული H1N1 შტამი, ე.წ. ღორის გრიპი ჯერ ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. H3 შტამი მასთან შედარებით ნაკლები სიმძიმით გამოირჩევა. ეს შტამი, ისევე როგორც B ტიპის ვირუსი, შედის გრიპის იმ სახეობებში, რომელთა წინააღმდეგაც ოთხკომპონენტიანი ვაქცინაა მიმართული.
გასულ სეზონზე საქართველოში ა ტიპის გრიპის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ორჯერ გამოვლინდა B ტიპის გრიპი, რომელიც შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. გაზრდილი მობილობისა და პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლის ფონზე, სპეციალისტები წელს ტვინდემიას, ანუ გრიპისა და კორონავირუსის პარალელურ ეპიდემიებს ელოდებიან.