მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პირველ აცრაზე მისული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა – გაგრძელდება თუ არა დადებითი ტენდენცია

პირველ აცრაზე მისული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა – გაგრძელდება თუ არა დადებითი ტენდენცია

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შემცირრდა – ინფექცია 4 563 ადამიანს დაუდასტურდა. მცირედით იკლო დადებითობის მაჩვენებელმა და შეადგინა: 

დღიური – 9,25%, ბოლო 14 დღის – 9,98%, ბოლო 7 დღის – 10,19%.

გარდაიცვალა  77 პაციენტი. 

რაც შეეხება აცრების მაჩვენებელს, აცრა 6 356-მა ადამიანმა ჩაიტარა. 

საინტერესოა ტენდენცია, რომელიც ბოლო დღეებში გამოიკვეთა: აცრილებიდან 66%-მა ვაქცინის  პირველი დოზა გაიკეთა. წინა კვირების განმავლობაში,  აცრაზე მისულთა უმრავლესობა მეორე დოზაზე იყო მისული.

შეგახსენებთ, რომ ორი დღეა, საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო, ქვეყანაში ასევე დაწყებულია მესამე, ბუსტერ-დოზით აცრაც. ამასთანავე, ამოწმედდა 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, პირველი აცრის შემდეგ პირს 200 ლარის ერთჯერადი დანამატი ერიცხება.

ჰოსპიტალიზებულია 6 864 ადამიანი.

 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …