მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პირბადის ტარების მაჩვენებელი მინიმუმზეა – ექსპერტები მოსახლეობას ნიღბის სწორად ტარებისკენ მოუწოდებენ

პირბადის ტარების მაჩვენებელი მინიმუმზეა – ექსპერტები მოსახლეობას ნიღბის სწორად ტარებისკენ მოუწოდებენ

ბოლო სამი კვირაა, ქვეყანასი პირბადის ტარების მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა და 43%-ს შეადგენს. მონაცემებს ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი აქვეყნებს.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, პირბადე ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა და აუცილებელია, საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში – როგორც ღია, ისე დახურულში – ადამიანებმა პირბადეები ატარონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, როგორ უნდა გავიკეთოთ პირბადე სწორად. მისი თქმით,  პირბადის ფერადი შრე არის დამზადებული ამსხლეტი მასალისგან, რომლის ფუნქციაა, თავიდან აირიდოს ვირუსის უხილავი ნაწილაკები. შიდა, თეთრი შრე კი წარმოადგენს შემწოვ მასალას,  რომელიც საუბრის დროს გამოფრქვეულ ნაწილაკებს შეიწოვს.

შესაბამისად, ნიღბის მორგებისას, მისი ფერადი ნაწილი გარეთ უნდა იყოს, თეთრი კი – შიგნიდან.

„თუ ნიღაბს არასწორად, პირიქით გავიკეთებთ, გამოვა, რომ მისი თეთრი მხარე გარედან შეიწოვს ნაწილაკებს, ხოლო ჩვენს მიერ გამოყოფილ ნაწილაკებს ფერადი შრის ამსხლეტი მექანიზმი უკან გვიბრუნებს. თუ პირბადე სწორად გაქვთ მორგებული, უფრო იოლიც არის ისაუბროთ და ფიზიკურად აქტიურო იყოთ,“ – აცხადებს ზახაშვილი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …