საქართველოში ნიღბების ტარების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. საიტ covid19.healthdata.org-ის მონაცემებით, დღეისათვის ეს მონაცემი 34%-ია. გასული კვირების განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 47%-ს შეადგენდა, რაც, სპეციალისტების განცხადებით, საგანგაშო მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, კანონის თანახმად, პირბადის ტარება გარე და შიდა სივრცეში სავალდებულოა და დარღვევაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები, რამდენი ადამიანი დაჯარიმდა აღნიშნული კანონდარღვევისთვის.
ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რეგულაციების აღსრულება დაიწყოს.