პარფიუმერული კომპანია „ისი პარის“ დირექტორი მაია პაპალაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” განმარტავს, რომ მომხმარებელი უპირატესობას უფრო თავის მოვლის საშუალებებს ანიჭებს.
„პირბადეებიდან გამომდინარე ყველას უღიზიანდება კანი, უშრება, ამიტომ უპირატესობას მოვლას ანიჭებს, ვიდრე კოსმეტიკას. შესაბამისად, ახლა კოსმეტიკური ბრენდების დამატებით შემოტანა რთულია,“ – აცხადებს პაპალაშვილი.
მისი ინფორმაციით, ის მომხმარებელი, რომელიც საზღვარგარეთ დადიოდა და იქ ყიდულობდა სხვადასხვა პროდუქციას, პანდემიის გამო ვეღარ გადის ქვეყნიდან და პარფიუმერული პროდუქციის შესაძენად „ისი პარის“ მაღაზიებს სტუმრობს.
შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი პარის“ სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა. დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარის“ 18 მაღაზიაა წარმოდგენილი. 2022 წლის დასაწყისისთვის კომპანიას ქსელი 20-მდე გაიზრდება, ქსელს დაემატება მაღაზიები რუსთავსა და თელავში.
business-partner.ge