პენსიონრები, ვინც უკვე გაიკეთა ვაქცინა, ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ვინც აქამდე აიცრა და მიიღო კარგი გადაწყვეტილება, წახალისების პროგრამაში ვერ მოხვდება, რადგან მექანიზმის, რომელიც პრემიერმა დააანონსა, არის მიზნობრივი პროგრამა, რომ მოხდეს ვაქცინაციის წახალისება.
შეგახსენებთ: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს.
„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ, პირველი დეკემბრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.