მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პანდემიამ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მამაკაცებს უფრო შეუქმნა, ვიდრე ქალებს

პანდემიამ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მამაკაცებს უფრო შეუქმნა, ვიდრე ქალებს

კოვიდპანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი – მამაკაცებში, რაც გამოიხატა დისტრესში და ნევროლოგიურ გართულებებში. ამის შესახებ უროლოგმა გიორგი ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები ბევრად უფრო მედგრად შეეგუენ ამ მდგომარეობას, რაც ქალის ორგანიზმის მდგრადობითაა გამოწვეული, რადგან მას ძალიან ბევრი ბრძოლა უწევს – მაგალითად, როცა ნაყოფი ფორმირდება, ასევე როცა ქალი მშობიარობს, მენსტრუალური ციკლიც, სპეციალისტის განმარტებით, ასევე ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის მახასიათებელია.

„ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებამ, რამაც განაპირობა აბსოლუტური ცვლილება ბიზნესის განვითარებაში, სერიოზული გავლენა მოახდინა მამაკაცის მენტალურ ჯანმრთელობაზე და ბევრს დასჭირდა დახმარება,“ – აღნიშნა უროლოგმა და დასძინა, რომ პრობლემების შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტისადმი მიმართვა. მისი თქმით, როდესაც მასთან პაციენტი პრობლემით მიდის, ხშირად ფსიქოთერაპევტთან უშვებს, რომლებიც მათ სტრესულ ფონს უხსნიან და აბსოლუტურად სხვანაირები ბრუნდებიან, რის შემდეგაც უროლოგები პაციენტებს უკეთესად ეხმარებიან.

გიორგი ბოჭორიშვილის თქმით, სტრესი შესაძლოა გახდეს ერექციული დისფუნქციის მიზეზი და მნიშვნელოვანია, ადამიანებს არ ჰქონდეთ ტვინი მომართული იმაზე, რომ რაც უნდა გააკეთონ, მაინც ცუდად იქნებიან. ფსიქოთერაპევტის მისია კი, მისივე თქმით, სწორედ ისაა, რომ დაარწმუნოს მამაკაცი, რომ ჯანმრთელია. ეს საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ მედიკამენტოზური მკურნალობა.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …