ჰოსპიტალიზაციის რაოდენობებით საქართველოს ჰოსპიტალური ბაზრის ლიდერი „ევექსია“ 16,7%-იანი წილით. მას მოსდევს „ავერსი“ 6,9%-ით, მომდევნოა „ჯეო ჰოსპიტალსი“ 5.5%-ით, შემდეგია ინგოროყვას კლინიკა – 2,1%, რომლის შემდეგაც 2%-მდე წილით მოდის „ვივო მედიქალ ჯგუფი“, „ნიუ ჰოსპიტალსი“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრი.
ბაზრის დანარჩენ წილს – თითქმის 64%-ს სხვადასხვა დაწესებულებები იკავებენ.
შემოსავლების მიხედვით ევექსს ბაზრის ევექსი 13.4% უკავია, „ავერსს“ 7,5 %.
ამის შესახებ ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში „ჯანდაცვის სექტორი საქართველოში“, რომელიც 2021 წლის მონაცემებს ასახავს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯანდაცვაში კერძო სექტორის წილი მაღალია ბევრ განვითარებად და განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით.
უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემები საავადმყოფოების განაწილება საკუთრების ფორმის მიხედვით საქართველოში კერძო, მოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოების ხვედრითი წილი საავადმყოფოთა მთლიან რაოდენობაში 86%-ს შეადგენს, დანარჩენი 14% (ძირითადად სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, როგორებიცაა ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური და ა.შ.) კი სახელმწიფო საკუთრებაშია.
ამასთან, „გალტ ენდ თაგარტი“ აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობა 2021 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, გაუმჯობესდა (ძირითადად, სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის მენეჯმენტისთვის გაწეული დანახარჯების შედეგად).
„წლის განმავლობაში სექტორის EBITDA მარჟა 17.1%-ს გაუტოლდა, წმინდა მოგების მარჟა კი 14.6%-ს. DRG მოდელის შემოღებასთან ერთად, მომგებიანობის ჯანსაღ დონეზე დასტაბილურებაა მოსალდონელი,“ – ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
jandacva.ge