მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „პაციენტების ხარჯები პროგნოზირებადი გახდა, რაც დიდი კომფორტია“ – ჯანდაცვის ასოციაცია თანაგადახდის ლიმიტებზე

„პაციენტების ხარჯები პროგნოზირებადი გახდა, რაც დიდი კომფორტია“ – ჯანდაცვის ასოციაცია თანაგადახდის ლიმიტებზე

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში პაციენტის თანაგადახდაზე „ჭერის“ დაწესებამ მოქალქეებისთვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე, განსაკუთრებით კი გეგმიურ ჩარევებზე ფინანსური ხარჯები პროგნოზირებადი გახადა, რაც დიდი კომფორტია.

ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა საქართველოს რადიოს ეთერში, გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“  განაცხადა.

„პაციენტმა წინასწარ იცის, რა ექნება გადასახდელი და უკვე განსაზღვრულია სხვადასხვა ჯგუფისთვის ფიქსირებული თანაგადახდა. ეს ძალიან დიდი შეღავათია, განსაკუთრებით როცა გეგმიურ მომსახურებას ეხება, ადამიანს შეუძლია დაგეგმოს საკუთარი ხარჯები. დიარჯიზე გადასვლამდე კიდევ უფრო რთული სისტემა იყო, რადგან სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა თანხა იყო გადასახდელი და აბსოლუტურად სხვადასხვა თანხის დამატება უწევდათ, რისი წინასწარ განსაზღვრა რთული იყო,“ – განაცხადა მაია მახარაშვილმა.

შეგახსენებთ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებში თანაგადახდაზე მაქსიმალური ზღვარი, „ჭერი“ დაწესდა.

კერძოდ, მათთვის, ვინც 10%-იანი თანაგადახდით სარგებლობს (ძირითადად პენსიონრები), თანხის მაქსიმალური „ჭერი“ 500 ლარია, ანუ თუ კონკრეტული სამედიცინო სერვისის ღირებულების 10% 500 ლარს აჭარბებს, პაციენტი მაინც 500 ლარს იხდის, დანარჩენს კი სახელმწიფო ფარავს. 20%-იანი თანაგადახდით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარია, 30%-ით მოსარგებლე  პაციენტებისთვის კი (ესაა თვეში 1000-დან 3400 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეები) 1500 ლარი.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …