მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ორსულებისთვის ამ ეტაპზე ბუსტერ-დოზის გაკეთება დაშვებული არ არის

ორსულებისთვის ამ ეტაპზე ბუსტერ-დოზის გაკეთება დაშვებული არ არის

ორსულებისთვის ბუსტერის გაკეთება სასურველი არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარია ორსული ორჯერ იყოს აცრილი.

შეგახსენებთ, რომ ორსულებისთვის საქართველოში აცრა მხოლოდ „ფაიზერისვაქცინითაა დასაშვები.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან საქართველოში კოვიდვაქცინის მესამე, ბუსტერ როზის მიღება ნებისმიერი ვაქცინით ორჯერად აცრილ ადამიანს, მეორე ვაქცინაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ შეუძლია. აქამდე „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილთა შემთხვევაში ეს ვადა აქამდე 5 თვე იყო, ჩინური ვაქცინების შემთხვევაში კი ეს პერიოდი უკვე 3 თვემდეა შემცირებული.

საუბარია 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ საქართველოსი კორონავირუსის ომიკრონის  შტამის გავრცელების შემდეგ მიიღო.

„იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს დაგზავნილი, თუ სად შეიძლება, მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები ბოლო დღეების განმავლობაში უფრო გახშირდა. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება, დაშვებული იქნას, რომ იყოს „ომიკრონი“, შემდეგ კი მისი გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში. ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ არის „ომიკრონის“ შტამი. ფაქტობრივად მან ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო. როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დადასტურებულ „ომიკრონის“ ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

„ყველა შემთხვევაში, რაც დადასტურებულია, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. ჯერჯერობით არც ერთს, გარდა ერთისა, სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია. ინფიცირებულების უმრავლესობა ვაქცინირებულია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …