იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, თუ ჩვენ მომდევნო კვირასაც იქნება შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ზაფხულის განმავლობაში იყოს მნიშვნელოვანი მატება.
მისი თქმით, ომიკრონის შემთხვევაში კორონავირუსი ავადმყოფიდან ჯანმრთელს შეიძლება 1 წუთის განმავლობაში გადაედოს.
„თუ ჩვენ ვამბობდით, რომ 15 წუთიანი კონტაქტია საჭირო რომ ავადმყოფიდან ჯანმრთელს გადაედოს კორონავირუსი, ომიკრონის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 წუთის განმავლობაში. თუ ჩვენ მომდევნო კვირასაც მივიღეთ შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენ ზაფხულის განმავლობაში გვქონდეს მნიშვნელოვანი მატება.”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
imedinews.ge