საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, ასევე შეხვედრებზე, თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია ერთი მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა, მოქალაქე ვალდებულია პირბადე გამოიყენოს. მანამდე ეს ვალდებულება მხოლოდ 2 მეტრიან დისტანციას შეეხებოდა.
რაც შეეხება ბაზრებსა და ბაზრობებს, დახურულ ბაზრებში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა, ღია ბაზრებსა და ბაზრობებზე კი მოქალაქეებს შეუძლიათ, პირბადე არ გამოიყენონ.
შესაბამისი ცვლილება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში შევიდა.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. მისი ტარების ვალდებულება ნარჩუნდება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.