რამდენად გაიზარდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა და ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა ბოლო ორ თვეში, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა?
როგორც jandacva.ge-ს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, 2021 წლის 14-28 აპრილის მონაცემებით, დღიურად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობა, რომლებიც უშუალოდ კოვიდის სიმპტომებს ან გართულებებს უკავშირდებოდა, 478-ს შეადგენდა. ორი თვით ადრე, თებერვლის იგივე პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელი 167 იყო.
შედარებისთვის: 2020 წლის 14-28 ნოემბერს, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების პიკი იყო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კოვიდ 19-თან დაკავშირებული გამოძახების დღიური მაჩვენებელი 831-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას, ორი თვის წინ, 13 თებერვალს კლინიკებში 2004 ინფიცირებული იწვა, დღეს კი ეს მონაცემი 4278-ს შეადგენს.