4-5 მაისს საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით 2278 ადამიანი აიცრა.
ამის შესახებ jandacva.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell-სინოფარმი) ვაქცინაცია მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 77 დაწესებულებაში, 80 ამცრელი ბრიგადით და დაგეგმილია აცრის წერტილების ეტაპობრივი გაფართოება.
დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (მწარმოებლები: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.
იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებს სინოფარმის პრეპარატი 2021 წლის 4 მაისიდან დაემატა.
ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ვაქცინა აღიარებულია და გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში, სადაც 200 მილიონზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.
„საქართველოში COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell- სინოფარმი) ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 5 -24 მაისის პერიოდისთვის უკვე დარეგისტრირდა 20 987 მოქალაქე. 4-5 მაისს სულ აიცრა 2278 მოქალაქე,“ – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.