მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ოლგა ჩიკვაიძე: პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია
პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია, მთავარია ექიმი იყოს პროფესიონალი. მისი ხედვა მიდგომა მნიშვნელოვანია.

ოლგა ჩიკვაიძე: პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია

სოციალურ კამპანიას “რა გაწუხებთ?” ჯანდაცვის სამინისტრო  საკონსულტაციო კომპანია “გლობალური ალიანსის” რეკომენდაციით  ახორციელებს.

იანვრის ბოლოდან მოსახლეობის გამოკითხვა მათი სამედიცინო საჭიროებების გამოვლენის თვალსაზრისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება. 16 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოიკითხა ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში. კითხვარების შევსება ამჟამადაც შესაძლებებლია ვებგვერდზე www.1505.ge.

“გლობალური ალიანსი” ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის რეფორმის მი მართულებების გამოვლენაში ეხმარება. ამ გამოკითხვის შედეგებსაც ერთობლივად ასახავენ სამომავლო რეფორმებში.

სმენადაქვეითებულ ბავშვთა დახმარებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე ოლგა ჩიკვაიძე გამოეხმაურა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს.

“ძალიან კარგია გაიგო ადამიანების აზრი  ჯანდაცვის სფეროში. ბოლო დროს კარგი რეფორმები ხორციელდება სამინისტროს მხრიდან. არაჩვეულებრივი, ფასდაუდებელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ხალხს დიდი შეღავათი მიეცა. 100 მადლობას ვეტყვი ჯანდაცვის სამინისტროს ამისათვის.”

ოლგა ჩიკვაიძე შეეხო “გლობალური ალიანსის” ჩართულობას ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში და დადებითად შეაფასა დასავლური  გამოცდილების გაზიარება.

“უცხოური გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. კარგია როცა განვითარებული ქვეყანა ეხმარება განვითარებად ქვეყანას. კარგი თუ გადავიღეთ მათგან, ეს ცუდი არ უნდა იყოს.”

ოლგა ჩიკვაიძემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ჯანდაცვის სიტემის რეფორმაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება დაასახელა.

“პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია, მთავარია ექიმი იყოს პროფესიონალი. მისი ხედვა მიდგომა მნიშვნელოვანია. სასურველია, რომ  პირველადი დახმარება გაეწიოს მოსახლეობას ისევ და ისევ ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგიერთ პოლიკლინიკაში რომ შეხვალ გული გაგისკდება. ინფრასტრუქტურის მხრივ უნდა მიეხედოს ამ საკითხს, ასევე  ძალიან ძვირია წამლები, ეს დაზღვევა კარგია, მაგრამ მერე წამლებს ვერ ყიდულობენ, ეს არის პრობლემა.”-ამბობს ოლგა ჩიკვაიძე.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …