მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ნინო კობახიძე: აცრილი ინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე უნდა შემცირდეს

ნინო კობახიძე: აცრილი ინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე უნდა შემცირდეს

აცრილებისთვის ინფიცირების შემთხვევაში იზოლაციის ვადა 5 დღემდე უნდა შემცირდეს, როგორც ეს ამერიკამ გააკეთა. აუცრელებისთვის კი ეს პერიოდი ისევ 8 დღე უნდა იყოს. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე აცხადებს.  მისი თქმით, სხვა შემთხვევაში კი მივიღებთ იმას, რაც უკვე გავიარეთ და რისი ნიშნები ახლაცაა – ცარიელი ოფისები და ცარიელი ბიზნესები.

ნინო კობახიძის თქმით, ასეთი ცვლილება იქნება მოტივაცი აცრისთვის და ეს იქნება აცრის მექანიზმის გაუმჯობესება, რადგან აცრილ ადამიანს შეეძლება 5 დღის შემდეგ გავიდეს გარეთ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს გარდაცვალების შემთხვევებში რამდენი მოდის ომიკრონზე და რამდენი – დელტაზე.

„უნდა ვმართოთ სტრესი, რომელიც გამოწვეულია ჩვენს მოსახლეობასა და მედპერსონალში. უნდა მივაწოდოთ მათ სწორი ინფორმაცია, თუ როგორია მიმდინარეობა ომიკრონის შემთხვევაში, ეს სტატისტიკა უნდა არსებობდეს. ამით დავწევთ პანიკას,“ – აცხადებს კობახიძე.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …