მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ნებისმიერი რეფორმა საჭიროებს კორექტირებას, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა
რეფორმა საჭიროებს დროთა განმავლობაში კორექტირებას. კორექტირება აუცილებელია საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისთვის, რომ თითოეული თეთრი იყოს ეფექტურად გამოყენებული

ნებისმიერი რეფორმა საჭიროებს კორექტირებას, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა

პრემიერი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. როგორც პრემიერმა თოქ-შოუების წამყვანებთან საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე.

„ჯანდაცვაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი განხორციელდა. მოქალაქეებს აღარ აქვთ საჭიროება, რომ დააგირავონ სახლი, იმისთვის, რომ გაიკეთონ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია, ან იმკურნალონ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს არის იდეალური, ჯანდაცვის მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე, რათა ის გახდეს უფრო მეტად საჭიროებებზე ორიენტირებული და რესურსების გადანაწილება მოხდეს ისე რომ იმ მოქალაქეებს ვისაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მათ მიიღონ უფრო მდიდარი პაკეტი, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ შედარებით მოკრძალებული პაკეტები.

ასეთი მოდიფიკაცია დღეს დაწყებულია და ეს გადაჭრის იმ პრობლემას, რომ მედიკამენტების დაფარვა იქნება უფრო ფართო და დაფარვა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც უფრო მეტი საჭიროებები გააჩნია.

ასევე ხორციელდება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად იწვევს მედიკამენტების გაიაფებას. ეს პროცესი გაგრძელდება. საქართველოში ასევე იგეგმება ახალი ფარმაცევტული საწარმოების აშენება, მსგავსი მოდელით. ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჯანდაცვის უზრუნველყოფის ხარისხსს და შექმნის ექსპორტის პოტენციალს.

ნებისმიერი რეფორმა საჭიროებს დროთა განმავლობაში კორექტირებას. ასეთი კორექტირება აუცილებელია ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისთვის, იმისთვის რომ თითოეული დახარჯული თეთრი იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …