ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ვაქცინაციის ე.წ. ირიბი იძულების გზას მიჰყვება. ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
თურნავას თქმით, აუცრელი პირები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რესტორნებში, სასტუმროებში და სავაჭრო ცენტრებში ვეღარ შედიან, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი, ამიტომაც ეს პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.
„ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მე პირადად მივესალმები ცალკეული ბიზნესის ინიციატივებს გახდნენ თვითონ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილებით მათ აქვთ უფლება, რომ გარკვეული რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ“, – განაცხადა თურნავამ.