მარტო ვაქცინაციაა ის იარაღი, რომლითაც გადავრჩებით – ამის შესახებ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ცოტნე სამადაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, 2019 წელს არავის ეგონა, რომ ეს ტრაგედია პირადად მას შეეხებოდა. თუმცა 2021 წელს მთელი სოციალური ქსელი ფაქტობრივად ნეკროლოგად გადაიქცა.
„ჩვენ ამას ყოველდღიურად საავადმყოფოებში ვხედავთ. საავადმყოფოში არიან ადამიანები, რომლებსაც, ვიცით, რომ პერსპექტივა არ ექნებათ. მათი რიცხვი სულ უფრო მეტი ხდება. ვიცით ერთი რამ: გამოცდილებამ და ყოველდღიურმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ ვაქცინირებულ პაციენტს მეტი შანსი აქვს, გადარჩეს. იმისთვის, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, რომ ჩვენმა შვილებმა სკოლებში იარონ, რომ პირველკლასელებს არ ჰქონდეთ სოციალური პრობლემები, რომლებმაც არც იციან, რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა… იქნებ ამის გამო მაინც დავფიქრდეთ და გავაკეთოთ ის, რასაც გვეუბნებიან გამოცდილი ადამიანები, მეცნიერები. მარტო ვაქცინაციაა ის იარაღი, რომლითაც გადავრჩებით,“ – აცხადებს სამადაშვილი.