პირველი ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებზე დაფინანსების ახალი სისტემა, „დიარჯი“ ამოქმედდება, თუმცა სერვისების გარკვეულ ნაწილს ის არ შეეხება.
კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:
გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია;
ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა;
გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა;
მშობიარობა / საკეისრო კვეთა; ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები;
კომბუსტიოლოგია;
თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში; სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცო მომსახურება.